14:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:29:33, 1428 ნახვა

სხვადასხვა
კადიროვის ქალიშვილი და მედვედევის ვაჟი კანადის სანქციების ქვეშ მოექცნენ

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, იტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ვალენტინა ტერეშკოვა, სვეტლანა სავიცკაია და ვლადისლავ ტრეტიაკი შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ იყო პირველი ევროპელი ჰოკეის მოთამაშე, რომელიც შევიდა ჰოკეის დიდების დარბაზში ტორონტოში, კანადა, 1989 წელს.

ასევე, პერსონალური სანქციები დაწესდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრიევ მედვედევის მეუღლისა და შვილის - სვეტლანასა და ილიას მიმართ. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ქალიშვილ ტაბარიკსაც სანქციები დაეკისრა.

გარდა ამისა, ახალ სიებში მოხვდნენ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი, მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი, Roskosmos-ის ხელმძღვანელი იური ბორისოვი და სხვები.

მთლიანობაში, სანქციები შეეხო 129 ადამიანს და 63 ორგანიზაციას, მათ შორის ძირითადად თავდაცვის საწარმოებს, რომლებიც ასრულებენ შეკვეთებს რუსული არმიის საჭიროებებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics