19:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 18:35:09, 1294 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სტიქიის ზონაში მცხოვრები 60 ოჯახი უსაფრთხო საცხოვრისის პროგრამაში ჩაერთო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "ეკომიგრანტი  ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში მცხოვრები სამოცი ოჯახი ისარგებლებს. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების პროგრამაში ჩართვის საკითხი დღეს სპეციალურ კომისიაზე განიხილეს, რომელსაც მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა.

"კომისიის მორიგ სხდომაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობები განვიხილეთ, რომელიც სოფელ ვერნებში, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების პროგრამაში ჩართვას ითვალისწინებდა. საკითხი დადებითად გადაწყდა, დაზარალებულებს უკვე შეუძლიათ მოიძიონ უსაფრთხო საცხოვრისი და გაზრდილი დაფინანსებით შეიძინონ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. წელს სამინისტრომ თანადაფინანსება 40 000 ლარამდე გაზარდა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.

მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 4 080 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე.

2022 წელს, პროგრამის ფარგლებში შეძენილი იქნა 72 საცხოვრებელი ფართი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 160 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics