02:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 15:12:29, 1405 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში ვახტანგ  გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, თაყაიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას  გრიბოედოვის ქუჩიდან  ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით.

აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი.

სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის 20 ივნისს უნდა დასრულდეს.

ამავე პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია, რისთვისაც 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics