22:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 23:27:44, 1605 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთის პროკურატურა ვალერი მელაძის სიტყვებს ამოწმებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგოვოიმ მოითხოვა, რომ გენერალურ პროკურატურას გადაემოწმებინა მომღერალ ვალერი მელაძის სიტყვები, რომელმაც ჩაიჩურჩულა, ლოზუნგი „დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“.

ლუგოვოიმ გენერალური პროკურორის მიმართ განცხადების ტექსტი ტელეგრამის თავის არხზე გამოაქვეყნა. მასში ლუგოვოი აცხადებს, რომ მელაძეს შემოწმება სჭირდება, რადგან ის „თავს უფლებას აძლევს განადიდოს ტერორისტული სახელმწიფო“.

მელაძის ჩურჩული თითქმის მაშინვე გახდა მრავალი რუსი პოლიტიკოსის ციტირების ამაღლების საფუძველი. მაგალითად, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ელენა დრაპეკომ დაუყოვნებლივ მოითხოვა მელაძის „უცხო აგენტად“ აღიარება, ხოლო ელენა აფანასიევამ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.

ანდრეი ლუგოვოი ცნობილია, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი. ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე რობერტ ოუენმა საჯარო გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ ლუგოვოი, ისევე როგორც ბიზნესმენი დიმიტრი კოვტუნი, დამნაშავეები არიან მკვლელობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით ისინი მოქმედებდნენ FSB-ს ხელმძღვანელობით. მათი ქმედებები "ალბათ დაამტკიცა" დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა. ანგარიშში ასევე ნახსენებია ვლადიმერ პუტინის სახელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics