2022-12-30 15:34:55, 1474 ნახვა
რეგიონი
კასპის მერმა მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს საახალწლო ნობათი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
კასპის მერიის ცნობით, ბენეფიციარებს ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა წინა საახალწლო ნობათი ბინაზე მიუტანეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეჭირვებული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე ასაკის შვილი) და მარტოხელა მოხუცებისთვის, 9 დასახელების პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტები 120 ბენეფიციარისათვის შეიძინა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),