02:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 15:32:00, 1741 ნახვა

რეგიონი
თეატრმა „ფარდის მიღმა“ კასპის კულტურის ცენტრში სადებიუტო თეატრალური კომპოზიცია გამართა

ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კასპის კულტურის ცენტრში, კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა „ფარდის მიღმა“ სადებიუტო თეატრალური კომპოზიცია გამართა და მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა.

თეატრალურ კომპოზიცია, რითაც კასპში საყმაწვილო თეატრს „ფარდის მიღმა“  ჩაეყარა საფუძველი, ვაჟა-ფშაველას პოემების - „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“ და „ბახტრიონი“ მიხედვით იყო დადგმული.

ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად, თეატრალური კომპოზიცია საყმაწვილო თეატრის რეჟისორმა, რუსთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ეკატერინე ქვრივიშვილმა დადგა.

თეატრალურ წარმოდგენას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი დაესწრნენ. კასპის მერმა სპექტაკლის რეჟისორსა და მონაწილეებს დებიუტი მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

ეკატერინე ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას პოემების კიდევ ერთხელ გაცოცხლებისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა  ვახტანგ მაისურაძეს, მერის მოადგილეს ზურაბ კოპაძეს, მონაწილეებს და ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის საყმაწვილო თეატრის ჩამოყალიბებასა და ხელისშეწყობაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics