|
2022-11-21 16:03:36, 2034 ნახვა
რეგიონი
მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება გაიმართა
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ,,მესტია 2022“-ის სწავლებაში მონაწილეობა მესტიის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს-ს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ასევე სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა. სწავლება სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობს, რა დროსაც იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა სწავლების მონაწილეებთან ერთად შეაჯამა. ,,მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. წელს, პირველად ჩატარდა მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,-‘’განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)