|
2022-11-16 17:50:29, 1511 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული 133 მოსწავლე დაჯილდოვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების შრომა მუდმივად იქნება დაფასებული. 2021 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში 15 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ 133 მოსწავლეს ლეპტოპები, პლანშეტები და დიპლომები გადაეცათ. ოლიმპიადა ექვს სხვადასხვა საგანში გაიმართა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი. ესეების კონკურსში გამარჯვებული 10 მოსწავლე პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსებსა და ოლიმპიადებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის 2012 წლიდან ატარებს. დაჯილდოებაში მონაწილეობა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრებმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)