|
2022-11-11 13:32:44, 2039 ნახვა
რეგიონი
კასპის მერიაში, გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების ფარგლებში, ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსუმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა გამართა. ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. პრეზენტაციას გამყოფი ხაზის მიმდებარე კოდისწყაროს, ქვემო ჭალის, სამთავისის და ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, პროგრამაში ჩართვის მიზნით სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე : https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)