22:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 17:44:34, 2083 ნახვა

სხვადასხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის "ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადებას მოითხოვდა. გადაწყვეტილებას ხმა 99-მა დეპუტატმა მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც კენჭისყრამდე პარლამენტარებს მიმართა, მოუწოდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.

"ერთად ჩვენ რუსეთს იზოლაციაში მოვახდენთ. ერთად დავსვამთ ტერორს და ვაგრძნობინებთ მათ მის მიერ გაჩაღებული ომის ღირებულებას. რუსეთს მხოლოდ ტერორის ენის გამოყენება სურს და ეს ფაქტია. ეს ფაქტი ყველა დონეზე უნდა იყოს აღიარებული - პოლიტიკურად. ლეგალურად და უკრაინის ბრძოლის ველზე - ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერით. მადლობას გიხდით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეიძლება გახდეს პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ." - განაცხადა ზელენსკიმ.

90-იანი წლების შუა პერიოდიდან რუსეთი მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მუშაობაში, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, მაგრამ მარტში გამოაცხადა ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ და მისი გარიცხვა ერთხმად დამტკიცდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics