16:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 14:24:28, 1500 ნახვა

რეგიონი
პირველად ზემო მთიანი აჭარის ისტორიაში, შუახევში ახალგაზრდული კინომოყვარულთა ფესტივალი ,,აჭარული ამბები" გაიმართა

პირველად ზემო მთიანი აჭარის ისტორიაში, შუახევში ახალგაზრდული კინომოყვარულთა ფესტივალი - ,,აჭარული ამბები" გაიმართა.

ღონისძიებას, შუახევის მერის მოადგილეები, რუსუდან შავაძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, საერთაშორისო კინოფესტივალი ,,თბილისური აისის“ ხელმძღვანელი, გრიგოლ ჩიგოგიძე, მოწვეული სტუმრები, ჟიურის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ახალგაზრდების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება/განხილვა და საუბრები კინოხელოვნებაზე. 

საზეიმოდ დაჯილდოვდნენ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და გრან- პრის მფლობელი ახალგაზრდები, რომლებსაც სასაჩუქრე ვაუჩერები და სიგელები გადაეცათ.

პროექტის მიზანს, კინოხელოვნებით დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდულ კინოსტუდიებს შორის თანამშრომლობა, აჭარის რეგიონის ტურისტული ლოკაციების გადაღება-პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

კინოფესტივალი ,,აჭარული ამბები", არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გადასხვაფერდის“, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომლის ფინანსური მხარდამჭერია შუახევის მერია.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გოგონათა ბენდი და ანსამბლი ,,იავნანა".


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics