19:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 16:23:42, 1381 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული  გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

ომარ ტაკიძემ, ფრიდონ მახარაძის ოჯახს თანადგომა კიდევ ერთხელ  გამოუცხადა  და აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის გმირის თავდადება სამაგალითოა.

ფრიდონ მახარაძე 1974 წლის 25 თებერვალს, შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში დაიბადა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ფრიდონ მახარაძის სახელის უკვდავსაყოფად, შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლა, ქართველი ჯარისკაცის სახელს ატარებს.

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics