19:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 15:44:41, 1555 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის წევრებს, მარინა კალიურანდს  და სვენ მიკსერს უმასპინძლა.

თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის და ევროპარლამენტის წევრებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics