02:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 14:39:32, 1641 ნახვა

რეგიონი
დედოფლისწყაროში, ფერმერები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებს გაეცნენ

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის პირობები გააცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა, ფერმერებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, პროგრამაში ჩართვა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების 3-წლიანი იჯარით სარგებლობა შეძლონ.

„სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების აუქციონის გზით იჯარით განკარგვის უფლება მხოლოდ იმ ფერმერებს ეძლევათ, რომლებთაც საკუთრებაში მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.

დღეის მდგომარეობით, ოთხ ეტაპად, უკვე გამოქვეყნებულია 362 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 105 მათგანზე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics