14:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 16:17:56, 1950 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ,,შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე გეპატიჟებათ

აგვისტოს პირველ შაბათ - კვირას შუახევში სახალხო დღესასწაული  ,,შუამთობა“ აღინიშნება. ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია  მრავალი წელია გრძელდება და  მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები  3 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა მთაში. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 7 აგვისტოს მთა ჩირუხში, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობენ მოწვეული ჯგუფი ,,ბანი“ და ,,ჩვენებურები“ ქ. ინეგოლიდან.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ  აჭარული ტრადიციული სამზარეულო, რძის ნაწარმი, გაეცნონ მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს.

სახალხო დღესასწაულის ძირითადი გზავნილა ტრადიციების შენარჩუნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics