10:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 17:00:20, 1169 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო წლებში  15-ზე მეტი სოფლის ცენტრი მოეწყო.

პროექტი მიზნად ისახავს,  სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

სოფელ ცხემლისში მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო. 
ასევე, მიმდინარე წელს  ცინარეთისა და  წელათის სოფლის ცენტრები კეთილმოეწყობა. ხოლო, ჯაბნიძეებში, წაბალანაში, ინწკირვეთში,  დარჩიძეებში,  ტბეთსა და ახალდაბაში კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდება.   

განახლებული ინფრასტრუქტურით გათვალისწინებულია სოფლის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, ბეტონის  საფარის დაგება, სოფლის სახლების რეაბილიტაცია,  გარე-განათების, მოსაცდელების, სავალი ბილიკების, სანიაღვრე არხების, ფაჩატურების, სკვერების მოწყობა.
სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე  888.700 ლარამდე დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics