12:36 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 11:47:49, 351 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნატო-ს ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ

„სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნატო-ს ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ადგილი საბოლოოდ მას შემდეგ განისაზღვრება, რაც საქართველოში ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა.

„წვრთნისა და შეფასების ცენტრი აამაღლებს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და მოამზადებს ჩვენს ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ადგილი განისაზღვრება საბოლოოდ მას შემდეგ, რაც შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ნატო-ს მუდმივი ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა, წლის პირველ ნახევარში მოხდება.

„ნატოს მუდმივი ჯგუფის დაკომპლექტება და მისი გამოგზავნა საქართველოში არის არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივა. ივარაუდება, რომ წლის პირველ ნახევარში მოხდება ამ ჯგუფის გამოგზავნა საქართველოში. ძირითადად უკვე დაკომპლექტებულია და ველოდებით გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის ლეგალურ პროცედურებს, რომ მივიღოთ ეს ადამიანები საქართველოში“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics