14:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 12:58:20, 7977 ნახვა

რეგიონი
კასპის მერიამ სოფელ გუდალეთის გზის რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმილი, მაღალმთიან სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი გამოაცხდა  (NAT220010896).

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 933 799 ლარია, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება და გამარჯვებულ კომპანიასთან  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში  დასრულდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს - სოფელ გუდალეთთან მისავლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს, გზა ამორტიზირებული და გადაადგილებისთვის არაკომფორტულია.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics