07:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 14:42:28, 2024 ნახვა

რეგიონი
„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

სასტუმრო „ლე მერიდიენში“ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით,  ღონისძიება გაიმართა, რომელიც საინფორმაციო კამპანიის „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში მოეწყო და მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავდა.

ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები,  ექიმი-რევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები და მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის რეგიონში  რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის  სპეციალური პროგრამა 2020 წლიდან ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ამ დრომდე პროგრამით 40 ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა.

,,ეს ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ღონისძიებით დადასტურდა რომ პროგრამის მიზანი მიღწეულია, პროგრამა სწორი მიმართულებით მუშაობს და საჭიროებს სხვა კუთხითაც მოდელირებას“ - აღნიშნა შეხვედრისას მარი ზანაქიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics