12:36 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 18:46:04, 468 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ღვინიაშვილის შეფასებით, პოლიციას უკვე დამნაშავეებთან ბრძოლის ეშინია

„პოლიცია ისეთ პირობებში მოექცა, რომ მათ შეიძლება ეშინოდეთ კიდეც დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში სხდომაზე განაცხადა.
ღვინიაშვილი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არეულობის მოწყობას აპირებს.
მან, გომელაურს მოუწოდა პარლამენტში მივიდეს და საზოგადოებას განუმარტოს, თუ რაში მდგომარეობს არეულობის მოწყობის მცდელობა.
 „მოვითხოვთ ის პარლამენტში მოვიდეს და საზოგადოებას განუმარტოს , თუ რაში მდგომარეობს ჩვენს მიერ არეულობის მოწყობის მცდელობა.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში შს მინისტრი ჭორაობის ნაცვლად კრიმინალს უნდა ებრძოდეს, რომელიც სამწუხაროდ ალეიდოსკოპური სიჩქარით იზრდება. სამ ბანკზე მოხდა თავდასხმა, ვხედავთ, რომ ის 9 წლის განმავლობაში ნაშენები პოლიცია მოექცა ისეთ პირობბეში,რომ შეიძლება მათ დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის ეშინოდეთ“, – აღნიშნა ღვინიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics