19:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 16:44:26, 1498 ნახვა

რეგიონი
კასპში, შარიფაშვილისს ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო

კასპში,  შარიფაშვილისს ქუჩაზე  ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, წლების განმავლობაში ამორტიზირებული და თითქმის გაუვალი ქუჩა  მოასფალტებული არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა გადაადგილებისას უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოს ღირებულება, რომელსაც  შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს 266 750 ლარია,  ქუჩის სიგრძე 490 გრ/მეტრი.  

"შპს „დინ გრუპი“ პარალელურად გურამიშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის მოსფალტებას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 2021 წელს  მოასფალტდა ყაზბეგის წერეთელის,  წულუკიძის, გურამიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებიც.

5 ქუჩის კეთილმოწყობის ღირებულება ჯამში 889 991 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქუჩების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, მოძრაობა გახდება უსაფრთხო და კომფორტული, შემცირდება ავტოტრანსპორტით გადაადგილების დროც. მოსარგებლე ბენეფიციარები კმაყოფილებას გამოთქვამენ  სარეაბილიტაციო სამუშაოებით.  

ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს, რომ რეაბილიტირებუი ქუჩებით მოქალაქეები უკავშირდებიან  გაზის კომპანიის ოფისს, მოხუცთა სახლს,  ქალაქის N1 საბავშვო ბაღს, ქალაქის სასაფლაოს, ღია საჭიდაო არენას. ხუთივე ქუჩით 8 000 მეტი ბენფიციარი ისარგებლებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics