23:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 10:25:06, 1166 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში 3,7 კილომეტრი სიგრძის სარწყავ არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია” შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან 3,7 კილომეტრი სიგრძის  არხები იწმინდება. 

"ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.  

საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

„საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს."- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics