23:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 18:04:35, 1106 ნახვა

რეგიონი
კასპში, გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

კასპში გურამიშვილის ქუჩის  ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


უწყების ცნობით, ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე და ჩიხებში წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა - მოეწყო სანიაღვრე და ეზოში გადასასვლელები.

მჭიდროდ დასახლებული  ქუჩა სადაც ქალაქის #1 საბავშვო ბაღი მდებარეობს  არასოდეს ყოფილა მოასფალტებული.  ამორტიზირებული,  გაუვალი  ქუჩა აფერხებდა ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა  გადაადგილებას, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს. მალე ქუჩა გადაადგილებისათვის კომფორტული გახდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა აღარ ექნება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სამუშაოებით და მადლობას უხდის მერიას და მშენებელს  გზის რეაბილიტაციისთვის.

ცნობისთვის, ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics