03:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-13 12:32:04, 1273 ნახვა

რეგიონი
პოლიციამ ოზურგეთში, 12 თებერვალს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულ პირს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics