|
2021-12-22 15:12:30, 869 ნახვა
რეგიონი
UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ციფრული ტექნიკა გადაეცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა. შეხვედრას მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ციფრული ტექნიკა - კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები გადაეცა, რაც ელექტრონული მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და შორეულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მომსახურებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პროცესში პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)