|
2021-12-17 09:43:21, 784 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სხალთისა და ფუშრუკაულის მოსახლეობას შეხვდა
სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორთან ერთად, სხალთისა და ფუშრუკაულის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად მიეწოდებინათ როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის სოფლის საჭიროებები, მოსახლეობის ინდივიდუალური თუ ყოფითი პრობლემები, ერთობლივად ემსჯელათ მათი მოგვარების გზებზე და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ადგილზე მოესმინათ. მინისტრმა შეხვედრებზე ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას. ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტან ბერიძესთან ერთად, სოფელ ვერნებსა და წაბლანაში სტიქიური კერები ადგილზე მოინახულა და ადგილობრივებს კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაპირდა, როგორც სსვა უწყებებთან შუამდგომლობის, ასევე სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)