15:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 15:21:38, 765 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო შეხვედრები მსხვილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებშიც მიმდინარეობსს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები, აჭარის სოფლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მსხვილ ორგანიზაცია/დაწესებულებებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"დღეს, ვაქცინაციის პროცესი და საინფორმაციო შეხვედრა შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში გაიმართა. COVID-19-ის იმუნიზაციის აუცილებლობისა და უპირატესობის შესახებ, ორგანიზაციის თანამშრომლებს ესაუბრნენ აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ამომწურავად მიეღოთ, შეხვედრის დასასრულს კი ვაქცინაცია ადგილზე ჩაეტარებინათ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აჭარაში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია როგორც სოფლად, ასევე ქალაქში, სხვადასხვა მსხვილ საწარმოში. დღეს, ბათუმის ავტოტრანსპორტში ვაქცინაციის შესახებ ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფებთან, რომლებიც ჯერ კიედევ არ გახლავთ აცრილები. პარალელურად ჩატარდა ვაქცინაცია პროტოკოლის სრული დაცვით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძემ.

ცნობისთვის, ამჟამად, აჭარაში ჩატარებული 248 741 დოზა ვაქცინა. I დოზით აცრილია მოსახლეობის - 38.2 %, 18 წელს ზემოთ ასაკის - 50.1 %. II დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის - 31.6 %, 18 წელს ზემოთ ასაკის - 41.4 %. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics