20:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 17:16:34, 755 ნახვა

რეგიონი
2021 წლის მოწვევის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

2021 წლის  მოწვევის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა. ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, მათ შორის 30 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 6 კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 

"დღეს, ახალი მოწვევის საკრებულომ  პირველი სხდომა გამართა. რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თამჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი მირიანაშვილი დასახელდა,  მოდგილეებად კი ნონა რეხვიაშვილი და რასულ ბახტიაროვი.

საკრებულოს ხდომაზე ასევე ხუთი მუდმივ მოქმედი კომისის თავჯდომარეები  და წევრები  აირჩიეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, დავით ჯაფარიძის თამჯდომარეობით  და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავჯდომარედაც ელგუჯა ჯაფარიძე დასახელდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი, რომელმაც 2 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილა.

„დღეს ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. თითოეულ დეპუტატს წარმატებებს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ჟორჟოლიანს, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის  საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აირჩიეს. საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში, დიდი როლი ეკისრება, ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერია ახალი მოწვევის საკრებულოსთან აქტიურად ითანამშრომლებს და ჩვენ ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ, არაერთ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics