2021-01-07 11:31:08, 4394 ნახვა
სხვადასხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ ყველა ხანძარი ლოკალიზებულია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ რესპუბლიკაში ტყის ხანძრის ყველა კერა ჩამქვრალია, - აღნიშნულ ინფორმაციას "სპუტნიკ აფხაზია" ავრცელებს.
როგორც გამოცემას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა რომან ლაბიიამ განუცხადა, ახალი შეტყობინებები ტყის ხანძართან დაკავშირებით უწყებაში არ შესულა.
"გუშინ განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო გაგრაში, სანატორიუმი "მოსკოვი"-ს ახლობლად, თუმცა საღამოს, მოხერხდა ხანძრის გაკონტროლება, წამოვიდა წვიმა, ამიტომ ცეცხლი ლოკალიზებულია", - განაცხადა რომან ლაბიიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან