01:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 20:32:47, 922 ნახვა

მსოფლიო
გაეროს ტრიბუნიდან ობამამ იმ პრობლემებზე ისაუბრა რაც რუსეთს სანქციების შედეგად შეექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკა არ ისწრაფვის რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ. 
ამის შესახებ ობამამ  გაეროში, გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლაცია. ჩვენ გვჭირდება ძლიერი რუსეთი, რათა ერთად ვიმუშაოთ მსოფლიო უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ობამამ. 
ოაბამამ  სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთს მოუწოდა, საერთაშორისო ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტა დიპლომატიური გზით განახორციელოს. 
ამასთან, დონბასში არსებულ კრიზისზე საუბრისას, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების მომხრეა, ვიდრე ეს კრიზისი არ გადაიჭრება.
 მისი თქმით, წუხს, რომ რუსეთი ყირიმთან და უკრაინასთან მიმართებაში დიპლომატიის გზით არ წავიდა, რის გამოც აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოუხდა.
ობამას განცხადებით, სანქციებმა რუსეთიდან ინტელექტუალური მიგრაცია, ეროვნული ვალუტის ვარდნა და ახალი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics