2015-08-26 18:31:52, 1072 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირი ჩართვის დროს მოკლეს
აშშ-ში, ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს.
BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი. ინციდენტი ბედფორდში მოხდა.
სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობით, ქალი, რომლისგანაც ჟურნალისტი ინტერვიუს იღებდა, გადარჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან