2015-08-20 13:39:15, 1218 ნახვა
მსოფლიო
თურქული ლირა მკვეთრად გაუფასურდა
თურქული ლირა გაიაფების ახალ რეკორდებს ამყარებს. სტამბოლის სავალუტო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლირა 3%–ით გაუფასურდა და 1 დოლარის ფასმა 3 ლირას გადააჭარბა.
ლირის კურსის ვარდნას ქვეყნის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ახმეთ დავუღოღლუ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლირის გაუფასურება დროებითი მოვლენაა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტა გამყარდება.
„საგანგაშო არაფერია. როგორც კი ახალი მთავრობის ფორმირება დასრულდება, ლირა გამყარდება“, – განაცხადა დავუთოღლუმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან