2015-08-19 17:24:32, 940 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქებას 8 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ პროვინცია სიირთში აფეთქებას 8 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ CNN Turk იწუყება.
არხის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თურქული სამხედრო კოლონის მსვლელობისას აფეთქდა.
CNN Turk–ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიას ეკისრება.
თურქეთში ვითარება 20 ივლისის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ მის საზღვრებზე ტერაქტი მოაწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაძაბულობას 60–მდე პოლიციელი და სამხედრო შეეწირა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან