2015-08-18 10:30:17, 1012 ნახვა
მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ არსენ იაცენიუკს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა შესთავაზა
უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა შესთავაზა.
უცხოურ მედიაში ასევე წერენ, რომ თუკი იაცენიუკი შეთავაზებას დათანხმდა, პრემიერ-მინისტრის პოსტი შესაძლოა, მოქმედმა ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ დაიკავოს.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობაში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან