11:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 19:58:37, 675 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მთავარია, რომ ჩვენ პრეზიდენტთან და პარლამენტთან კომუნიკაცია გვაქვს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადასაწყვეტი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებებს პარლამენტთან და პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე კომუნიკაცია აქვთ.

„რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ პარლამენტთან, პრეზიდენტთან გვაქვს კომუნიკაცია. ვაწვდით მათ ინფორმაციას იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკაში, ფინანსებში, ბიუჯეტში. ასე რომ ჩვენთვის მთავარია, ეს კომუნიკაცია არსებობს“, - აღნიშნა ხადურმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა საპარლამენტო რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. სხდომაზე განსახილველი თემა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics