14:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 15:56:34, 819 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 83-ში, PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა. 

აფთიაქი, რომელიც 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, მომხმარებელს მედიკამენტებთან ერთად ფრანგულ პრემიუმ კოსმეტიკის ფართო არჩევანსაც სთავაზობს. 

აფთიაქში ბავშვებისათვის სპეციალური კუთხეც გაკეთდა, სადაც პატარებისათვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთად არის განთავსებული.

„PSP მუდმივად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე და ახალი აფთიაქის დაგეგმარების დროს მაქსიმალურად შევეცადეთ ყველაფერი ერთ სივრცეში მოგვექცია. იმისათვის, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი გაგვენებივრებინა, სპეციალური კაბინეტი გავხსენით, რომელშიც მათ ფრანგული პრემიუმ ბრენდის „ესტედერმის“ პროცედურებს სრულიად უფასოდ ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ პსპ-ს 4000 კაციან გუნდს კიდევ 15 ახალი თანამშრომელი შეემატა“, - აცხადებენ PSP-ში. 

ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით ყველა ვიზიტორს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. 

გარდა ამისა, PSP-ში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს და მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ PSP-ს სრულ ასორტიმენტზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics