2014-12-22 00:49:01, 571 ნახვა
საზოგადოება
„ადამიანებმა უფალს მადლობა როგორც განსაცდელისთვის, ასევე სიხარულისთვის და სიყვარულისთვის უნდა გადაუხადონ“,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
ილია მეორის თქმით, ადამიანები უფალს სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ, თუმცა როდესაც მადლს მიიღებენ, მადლობის თქმა ავიწყდებათ.
„ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისათვის. ჩვენ უფალს მადლობა, როგორც განსაცდელისთვის, ასევე სიხარულისთვის და სიყვარულისთვის უნდა გადავუხადოთ და უფლის მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან მან სიცოცხლე გვაჩუქა“,- ბრძანა პატრიარქმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან