01:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 09:51:20, 689 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: ვაღიარებთ, სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ პრობლემები შექმნა

“ვაღიარებთ, სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნა”, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევნში“ განაცხადა.

მისი თქმით, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნა იყო.

"რაც შეეხება ვიზებს, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ გარკვეული ცვლილებები, რეფორმები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და ჩვენ შესაბამისად, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში მან გარკვეული პრობლემები მოუტანა ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინვესტიციების, ტურისტების შემოდინების მიმართულებით გარკვეული პრობლემები ნამდვილად შექმნა, ამას ვაღიარებთ", - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics