14:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 15:00:16, 4936 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა კობახიძის ვიზიტზე: მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში გამგზავრება უადგილოა

გიგი უგულავა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მაშინ როცა ერი მგლოვიარეა ილია მეორის გარდაცვალების გამო, კობახიძის ბუდაპეშტში გამგზავრება უადგილოა და ის უკავშირდება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC), რომელსაც, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც დაესწრება.

"ოცნების აშშ შეტენვის ოპერაცია გრძელდება. კობახიძე ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. (CPAC) მას აშშ ვიცეპრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს. ბატონო ირაკლი, არ გამოვა ორთა ბატონთა მსახურება", - დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში

დღეს, ქართულიოცნების პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. "პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics