2026-03-18 23:20:38, 3602 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება
ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე 21 მარტს - თბილისში (შაბათის მარში), ხოლო 22 მარტს - ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება," - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,