11:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 20:10:18, 1621 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გერმანია კიევს ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

დღეს ბერლინში ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

როგორც მერცმა განაცხადა, ბერლინი დაეხმარება კიევს შორს მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოებაში.

თავის განცხადებაში გერმანიის თავდაცვის უწყებამ აღნიშნა რუსეთის ავიადარტყმები, რომელთა შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაინგრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უწყება აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების დაფინანსება ბუნდესტაგის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან მოხდება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბერლინში თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსტემ უმეროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოების დაფინანსების შესახებ. უწყების განცხადებით, ამ შეიარაღების სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოება უკვე 2025 წელს იგეგმება და ეს შეიარაღება იქნება სწრაფად ხელმისაწვდომი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

გერმანია ასევე მიაწვდის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა შეიარაღებას.

როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზემოთ ხსენებული დახმარების საერთო ღირებულება დაახლოებით ხუთ მილიარდ ევროს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics