20:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 15:09:35, 995 ნახვა

სპეციალური ანონსი
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 6 და 7 ივლისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიება ბასტი-ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება.

„დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას  მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 ივლისს, 14:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ნაყინის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics