23:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 20:07:39, 1637 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ჩიქოვანი: „თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“, - აღნიშნა მან. მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული, საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება კი, სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი პროფესიონალიზმისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად დაიმსახურეს.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ვეტერანებს, რომლებიც, მისი განცხადებით, ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ღირსეულად იბრძოდნენ. საკუთარ სიტყვაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს.

ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას. მან მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა გმირების ოჯახების მიმართ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics