23:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 22:52:12, 2311 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის კოდექსზე - ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია

„თავდაცვის კოდექსი“ არის მთავარი სამართლებრივი აქტი, რაც გამოცემულა ამ უწყებაში და ინსტიტუციურად არეგულირებს უწყების ფუნქციონირებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან განვითარების გეგმებში. ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, აღმოფხვრილია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ სამომავლო შედეგებზეც ისაუბრა, რაც ახალი თავდაცვის კოდექსით მიიღწევა.

„არ მინდა საზოგადოება შეშინდეს და იფიქროს, რომ ეს ტოტალური გაწვევა იქნება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რომელსაც ბოროტად და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ კონკრეტული ჯგუფები. შედეგად, ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია.

ჩვენი პირობებით მივაღწევთ იმ შედეგს, რაც გვჭირდება, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შევინარჩუნოთ. ჩვენი დღევანდელი გეგმაა, წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე გავიწვიოთ, რაც საბოლოო ჯამში იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics