18:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 13:22:36, 883 ნახვა

საზოგადოება
კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაბა ფასანაურიდან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 მათივე ინფორმაციით, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უგზოობის გამო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილებისთვის.
უწყების ცნობით, დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სასომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სამებამდე“. აგრეთვე აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით. ორივე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics