2015-08-20 10:20:27, 788 ნახვა
სხვადასხვა
თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია
თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წვიმამ ძირითადად საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვა გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით გამოძახებები იყო.
„ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. სარდაფებიდან და სახლებიდან წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით იყო გამოძახება უმეტესად დიდუბე-ჩუღურეთიდან და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან. ამაზე სერიოზული არაფერი არ ყოფილა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ანა ნიკოლაიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან