00:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 16:35:40, 556 ნახვა

ეკონომიკა
ენერგეტიკის სამინისტრო: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება

ენერგეტიკის სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სინამდვილეს ცალსახად არ შეესაბამება.

„ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლმობას არ ემუქრება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები გაზმომარეგების სფეროში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის სისტემატიურად იმართება სამუშაო შეხვედრები სადაც, განიხილება როგორც ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნების სრულად და სტაბილურად მომარაგების, აგრეთვე მსხვილ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობის საკითხები“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics