00:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 15:13:07, 752 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: დაგეგმილი ცვლილებებით ბიუჯეტის კორექტირება ხდება და არა სეკვესტრი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით ხდება კორექტირება და არა სეკვესტრი.

ამის შესახებ კაკაურიძემ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის შეფასების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით სეკვესტრი ხორციელდება.

"წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის არც შემოსულობების ნაწილი მცირდება და არც ხარჯვითი ნაწილი. არაერთხელ იყო ნახსენები – სეკვესტრი. სეკვესტრი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ფული იმის დასაფინანსებლად, რაც გვაქვს. ჩვენ შევამცირეთ ხარჯები იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლები ყოფილიყო ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტის დეფიციტი ყოფილიყო უფრო ნაკლები, თუმცა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობაც არის. სწორედ ამიტომ ჯამში ბიუჯეტის მოცულობა არ იცვლება. თუ ჩვენ ერთ სამინისტროსთვის თანხის შემცირებას და მეორე სამინისტროში გადატანას სეკვეტრს დავარქმევთ, შეგვიძლია ვნახოთ ბოლო მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში რა ცვლილებები განხორციელდა ბიუჯეტში – ყველგან რომელიმე სამინისტროსთვის თანხის შემცირება და სხვა სამინისტროსთვის გადანაწილება ხდებოდა. ამიტომ თუ ჯამური პარამეტრები არ მცირდება, გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ვიდრე იყო დაგეგმილი, ამას სეკვეტრს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამას ბიუჯეტის კორექტირება ეწოდება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics