17:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 14:39:24, 563 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: მზად ვართ, ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ პარლამენტში და აქტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იგი მზადაა, ნებისმიერ დროს წარსდგეს პარლამენტში ანგარიშით და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბროს.

ასე უპასუხა ქადაგიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მომხდარა პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის წარდგენა და რატომ ხდება ამ მიმართულებით რეგლამენტის დარღვევა.

„ეს კითხვა ალბათ უფრო პარლამენტის წევრებს ეხებათ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ სამმა კომიტეტმა ჩვენს ანგარიშს უარყოფითი დასკვნა მისცა და ვფიქრობ, რომ სავსებით არაობიექტურად ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, კონსტიტუციას და ნებისმიერ დროს, როგორც კი დაგვიძახებენ, მზად ვართ პარლამენტში მივიდეთ და ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics