01:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 22:29:35, 17325 ნახვა

სხვადასხვა
ადვოკატის მტკიცებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების რეკომენდატორი გეგა გეგეშიძეა

ბათუმში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი  დავით ჯაფარიძე შეწყალების საკითხზე ერთ-ერთ რეკომენდატორად ჭიდაობის ფედერაციას  ასახელებს, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

„მოჭიდავეებს დავუწერე ასეთი განცხადება, გავატანე მასალებიც , სადაც დასტურდებოდა უბედური შემთხვევა და არავითარი განზრახ მკვლელობა.მაგრამ კონკრეტულად რომელი განცხადება იქნა დაკმაყოფილებული ამას ვერ გეტყვით.“- განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემ, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

 

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics